ნაწყვეტი წიგნიდან:
უკანასკნელი ფოთოლი
მთარგმნელი ნათაძე მაია
ვაშინგტონ_სკევრის დასავლეთით, ერთ პატარა უბანმიღრეცილ_მოღრეცილი ქუჩები
ერთმანეთისაგან მრავალგზის გადაჭრილ _ გადაკვეთილნი, დაქუცმაცებულ
პატარ_პატარა ნაწილებად, რომლებსაც ,,გასასვლელებს უწოდებენ.
ეს ,,გასასვლელები” საოცარ კუთხეებსა და მრუდე ხაზებს ქმნიან. ზოგიერთი ქუჩა
საკუთარ თავს ერჯერ მაინც გადაკვეთს. ვიღაც მხატვარს ამ ქუჩის ფრიად მნიშვნელოვანი
თვისება აღმოუჩენია: წარმოიდგინეთ მარაზიის მოლარე, რომელიც ნისიად გაცემული
საღებავების, ქაღალდისა და ტილოს ანგარიშს ხელში აიღებს და გაემარტება ფულის
შესაკრებად, მაგრამ ვიდრე მეველეებამდე მიაღწერვს და ერთ ცენტს მაინც მიირებდეს
მათგან, გზაში საკუთარი თავი სეხვდება და აღმოაჩენს, რომ ხელცარიელი
გამობრუნებულა უკან.
ჰოდა, ამგვარად, მიმზიდველი გრინვიჩ _ ვილეჯისაკენ დაიძრნენ ხელოვანნი. ისინი
დაეხეტებოდნენ მის ქუჩებში, ეძებდნენ იაფფასიან ბინებს მეთვრამეტე საუკუნის
ფრონტონებით, ჰოლანდიური სხვენებით და ჩრდილოეთისაკენ გადამყურე ფანჯრებით.
შემდეგ მეექვსე ავენიუდან გადმოტვირთეს რამდენიმე სპილენძის ტოლჩა, ორიოდე დაფა
და დააარსეს ,,კოლონია”.