ნაწყვეტი წიგნიდან:
დილის სიმღერა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
სიყვარულმა დაგქოქა, როგორც ჯიბის სქელი ოქროს საათი.
ბებიაქალმა ფეხისგულებზე მოგიტყაპუნა ხელი და შენმა თავხედურმა წამოყვირებამ
თავისი ადგილი დაიკავა სტიქიებს შორის.
ჩვენი ხმები ერთმანეთს აჰყვა და მიესალმა შენს მობრძანებას.
ახალ ქანდაკს.
სიშიშვლემ შენმა, ორპირქარიან მუზეუმში გადაჩრდილა
ჩვენი სიმტკიცე. და ირგვლივ ყველა კედლებივით დავყუდებულვართ.
მე ისევე ვარ დედაშენი, როგორვ ღრუბელი, თანდათან
რომ ისარკება და ირეკლავს
ქართგან მოგვრილ საკუთარ ნელ გაცამტვერებას.