ნაწყვეტი წიგნიდან:
მიძღვნა
2002 წლის 29 ივნისს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდი ამ წიგნის ხელნაწერში, ლურდში გავემგზავრე იქაური სასწაულმოქმედი წყაროს წყლის ასაღებად. და აი, იქ, საკურთხეველთან, ერთმა სამოცდაათ წელს მიტანებულმა კაცმა მკითხა: „თქვენთვის ალბათ უთქვამთ, რომ ძალიან ჰგავხართ პაულო კოელიოს“. „პაულო კოელიო მე ვარ“, — მივუგე მე. მაშინ ის კაცი გადამეხვია, მეუღლესა და შვილიშვილთან წარმადგინა და მითხრა, რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში ჩემმა წიგნებმა — „ისინი ოცნებას მაიძულებენ“.