ნაწყვეტი წიგნიდან:
ცა თითბერივით ყვითელი იყო, საკვამლურების ბოლს ჯერ არ გაეჭვარტლა. ფაბრიკის სახურავების თავზე განსაკუთრებით ანათებდა. მალე მზე ამოვიდოდა. საათს დავხედე. რვა არ იყო.თხუთმეტი წუთი კიდევ მქონდა.კარი გავაღე და ყველაფერი მოვამზადე. ამ დროს ბენზინი ერთი-ორ გამვლელს ყოველთვის უნდა. უცებ უკნიდან ხრინწიანი ხითხითი მომესმა, კაცი იფიქრებდა, მიწისქვეშ ჟანგიანი ჩარხი
დაატრიალესო. გავჩერდი და მივაყურადე. მერე ეზო გადავჭერი,
სახელოსნოსთან დავბრუნდი და კარი ჩუმად შევაღე. ნახევრად ბნელ ოთახში მოჩვენება დაბორიალებდა.