ნაწყვეტი წიგნიდან:
ანტონიოსი და კლეოპატრა
მოქმედება პირველი
სურათი 1
ალექსანდრია. ოთახი კლეოპატრას სასახლეში.
(შემოდიან დემეტრიოს და ფილო)
ფილო
ეს ტრფიალებით გადარევა ჩვენის სარდლისა მეტისმეტია.
იმ ბრწყინვალე თავლებით იგი, რანიც საომრად
დარაზმულის ჯარის წინაშრ ელავდენენ ხოლმე, ვით
შევერცხლილ მარეხის თვალნი, ეხლა შეჰხარის და
შესცქნავის შავტუხა სახეს. თვითონ გულმაც კი, რომელიც
მას ცხარე ბრძოლის დროს უწყვეტდა ღილებს
მხარ-მკერდზედა მედგარი ძგერით, - ამ დიდებულის
სარდლის გულმა თავის ბუნება დასტოვა მისთვის, რომ
საბერვლად, მარაოდ იქცეს და ვნებათაღელვა
გაუგრილოს ბოშის დედაკაცს. (საყვირის ხმა)
აგერ მოდიან. ყური უგდე და შენც შეამჩნევ,
თუ ვით მესამე დედაბოძი მტელის ქვეყნისა
თავის მასხარად გაუხდია მაგ უნამუსოს.
(შემოდიან ანტონიოს და კლეოპატრა თავიანთი ამალოთ.
საჭურისნი მარაოებით უგრილებენ).
კლეოპატრა
მართლა გიყვარვარ? რაოდენად, ისიც მითხარი.
ანტონიოს
ნამდვილ სიყვარულს ანგარიში როდი შეჰფერის.
კლეოპატრა
მაინც სამზღვარი მსურს ვიცოდე მაგ სიყვარულის.
ანტონიოს
სამზღვრად მონახე მაშ სხვა ზეცა, სხვა დედამიწა.
(შემოდის ერთი მხლებელი)
მხლებელი
ამბავი გახლავს რომიდანა, ბატონო ჩემო.
ანტონიოს
რა დროს ეგ იყო!... ბარემ გეთქვა.
კლეოპატრა
გთხოვ მოუსმინო.
ვინ იცის, ეგებ ფულვიაა გაჯავრებული,
ან კეისარი ახლად წვერ-ულვაშ-აშლილი
გიგზავნის მძლავრად თვის ბრძანებას:''მოიქეც ასე,
ეს სახელმწიფო დაიპყარ, მას ანებე თავი და თუ
ამას არ შეასრულებ, სასჯელში მიგცემთ''.
ანტონიოს
სატრფოვ,რას ამბობ?
კლეოპატრა ან იქნება... რაღა ''იქნება''
უთუოდ ასე უნდა იყოს :გადაგაყენა
კეისარმა შენ, აღარა გაქვს აქ ყოფნის ნება.- უნდა
მათ სწორედ მოუსმინო... აბა ფულვიას ბრძანება
ვნნახო... კეისრისა მინდოდა მეთქვა; ან თუნდ ორივე
მაჩვენეაქ. უთხარ, შიკრიკნი
წარმოგიდგინონ.-ანტონიოს, გაწითლდი კიდეც?!
როგორც ამჟამად დედოფალი ვარ ეგვიპტისა, ისე მე
ამას სწორეს ვამბობ. მაინც მორჩილი სისხლით და
ხორცით ხარ კეისრის და მხოლოდ მაშინ წითლდები
კიდევ, როს აშარი ფულვია გლანძღავს. უხმე
შიკრიკთა.
ანტონიოს
დეე, რომი ტიბრმა წალეკოს
და ძირს დაემხოს ამ ძლიერის სახელმწიფოის
ვრცელი კამარა. მა აქ ვარ და აქ მსურს ყოფნა.
მტვერნი არიან სამეფონი და მიწის ჭუჭყი
კაცსაც, პირუტყვსაც ასაზრდოებს ყველას თანაბრად;
დიდებულებით ცხოვრება აი რას ჰქვიან:
(მოეხვევა კლეოპატრას)
ორი არსება ამისთანა როს ჩავხუტულვართ, მთელ
ცისქვეშეთსა მოვიმოწმებ, მართალი მითხრანმ, თუ
სადმე ნახვენ დედამიწის ზურგზედ ჩვენს ბადალს.
კლეოპატრა
რა კარგად სცრუობ! მაშ ფულვია არ გყვარებია ცოლად
შერთვის ჟამს. ნუ გგონივარ ნურც აგრე სუსტი,
როგორცა ვჩანვარ; ანტონიოსს ვერა რა შესცვლის...
ანტონიოს
დიაღ, ოღონდაც, კლეოპატრას ტრფიალის მეტი.
კმარა. გაფიცებ სიყვარულის ძალას, მის ტკბილ წამით,
ნუ გავიმწარებთ სიცოცხლესა ამ ტუქსვა-კილვით,
ყოველ წუთისთვის მოვნახოთ რამ სიმოვნება: რით
გავატარო ამაღამ დრო?
კლეოპატრა
ელჩთ მოუსმინე.
ანტონიოს
უჰ, გელიანო დედოფალო! შენ ყველა გშვენის:
იცინი, სტირი სტუქსავ ვისმე, ყოველი ვნება
მშვენიერდება გასაოცრად შენში შენითვე;
შენგან მივიღებ მხოლოდ ელჩსა, მე სხვა არ მინდა.
წამო, წავიდეთ ქუჩა-ქუჩა დავვლოთ ამაღამ
და დავუკვირდეთ დაბალ ხალხის ცხოვრებას;
წუხელის ასე ისურვე შენ, ჩემო ხელმწიფევ.
შიკრიკებზედ კრინტს ნუღარ დასძრავთ.
(ანტონიოს და კლეოპატრა თავიანთ ამალით გადიან)
დემეტრიოს
ასე სცემს პატივს
ანტონიოსი კეისარსა?
ფილო
ხანდიხან, როცა
ჰკარგავს თავის სახეს, ჰკარგავს ხოლმე იმის სამტკიცესაც,
რაც ანტონიოსს აროდეს არ უნდა გაშორდეს. დემეტრიოს
ვწუხვარ მე დიდად, რომ მეჭორეთ სიტყვას ამართლებს,
რომლნიც რომში ავრცელებდნენ სწორედ მაგ ხმებსა.
ხვალ უკეთესის იმედი მაქვს. მშვიდობით იყავ. (გადიან).