თუკიდიდე (დაიბადა ძვ. წ. 460 წელს, ან უფრო ადრე და გარდაიცვალა ძვ. წ. 404 წელს).დიდებული ანტიკური ბერძენი ისტორიკოსი და ავტორი "პელოპონესის ომების ისტორიისა", რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ათენსა და სპარტას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში.მისი ნამუშევრები პირველად ეხება პოლიტიკურ და მორალურ საკითხებს.
ნაწყვეტი წიგნიდან:
თუკიდიდე ათენელმა აღწერა პელოპონესელთა ომი ათენელების წინააღმდეგ.ის თავისი ნაშრომის წერას ომის დაწყებისთანავე შეუდგა, რადგან თავიდანვე მიხვდა, რომ ეს ომი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირშესანიშნავი იქნებოდა აქამდე წარმოებულ ყველა ომს შორის.მან ასე განსაჯა, არდგან ორივე მხარე ბრძოლის დაწყებას თავისი ძლიერების ზენიტში და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდა.გარდა ამისა, ის ხედავდა, რომ სხვა ბერძნული ქალაქებიც ან უკვე მიემხრნენ რომელიმე მხარეს, ან აპირებდნენ ამას. მართლაც, ომმა შეძრა ელინებიც და ბარბაროსთა , შეიძლება ითქვას, კაცობირობის დიდი ნაწილი.