დანტე ალიგიერი, იტალიელი პოეტი, პროზის ავტორი, ლიტერატურული თეორიტიკოსი, მორალის ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოაზროვნე.იგი ცნობილია მისი მომუმენტური ნაშრომისა და ეპიკური პოემის "ღვთაებრივი კომედიის" შექმნით (La Divina commedia).
Quinones, Ricardo J.. "Dante". Encyclopedia Britannica, 5 Jan. 2021, https://www.britannica.com/biography/Dante-Alighieri. Accessed 2 January 2022.
ნაწყვეტი წიგნიდან:
უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე
ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული.
ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი
უკაცრიელი, უდაბური და გაუვალი
თვით მოგონებაც წამიერი ერთხელ ხილულის
საშინელია ამჟამადაც და შემზარავი
ეს მოგონება თვით სიკვდილზე უმწარესია,
მაგრამ მე მინდა ჯერ მოგითხროთ სულ სხვა საგნებზე,
იმათ ხილვათა მისაწვდომად, განსაცხადებლად.