ნაწყვეტი წიგნიდან:
წიგნი პირველი
I
დ ა ო რომ გვეხილა:
დ ა ო არ იქნებოდა უცვლელი.
სახელი რომ გვებოძა:
სახელი არ იქნებოდა უცვლელი.
გამოუთქმელია დასაბამი:
ცისა და მიწის.
მფლობელი სახელისა:
დედაა ყოველი არსისა.
ჭეშმარიტად:
ვინცა დაიპყრა ვნებები:
იხილა დ ა ო დაფარულისა.
ვინცა დაიპყრა ვნებებმა:
იხილა დ ა ო ყოფიერებისა.
ერთია ორივეს დასაბამი.
სახელებია სხვადასხვა.
ამ დასაბამს-დაფარული ჰქვია.
დაფარული დაფარულისა:
ბჭეა ყოველივე საიდუმლოსი.