ბიბლია, რელიგიური ტექსტი იუდაიზმისა და ქრისტიანობის.ქრისტიანული ბიბლია მოიცავს “ახალ აღთქმასა” და “ძველ აღთქმას”.რომაულ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების ვერსიების გათვალიწინებით გარკვეული სხვაობა შეიმჩნევა, იმავეს თქმა შეიძლება პროტესტანტულ აღმსარებლობაშიც.ებრაული ბიბლიას ქრისტიანულ ბიბლიასთან მიმართებით მხოლოდ ძველი აღთქმით აქვს საერთო .
Britannica, The Editors of Encyclopaedia. "Bible". Encyclopedia Britannica, 2 Dec. 2021, https://www.britannica.com/topic/Bible. Accessed 2 January 2022.
ნაწყვეტი წიგნიდან:
1 დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
2 და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.
3 და თქვა ღმერთმა: “იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი.
4 და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან.
5 და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა - ერთი დღე.
6 და თქვა ღმერთმა: “იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად”.
7 და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე.
8 და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 და თქვა ღმერთმა: “შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს - ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.