ნიკოლო მაკიაველი (დაიბადა 3 მაისს, 1469 წელს, ფლორენციაში [იტალია] და გარდაიცვალა 21 ივნისს, 1527 წელს, ფლორენციაში) იყო რენესანსის იტალიის პოლიტიკური ფილოსოფოსი და სახელწმიფო მოღვაწე, მდივანი ფლორენციის რესპუბლიკისა.მისი ნაშრომი “მთავარი” საზოგადო პოპულარობით სარგებლობს,თუმცა ამასთანავე მან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, როგორც ათეისტისა და იმორალური ცინიკოსის რეპუტაცია დაუმკვიდრა.
Mansfield, Harvey. "Niccolò Machiavelli". Encyclopedia Britannica, 17 Jun. 2021, https://www.britannica.com/biography/Niccolo-Machiavelli. Accessed 2 January 2022.
ნაწყვეტი წიგნიდან:
იტალიელი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე, ნიკოლო მაკიაველი (Niccolò Macchiavelli) დაიბადა ფლორენციაში. მიიღო ჰუმანიტარული განათლება, ამასთანავე ისწავლა მათემატიკის საწყისებიც. 1498 წელს ფლორენციის მმართველი გვარის, მედიჩების მფარველობის შედეგად აირჩიეს ფლორენციის რესპუბლიკის კანცელარიის მდივნად. ამ პოსტზე მაკიაველიმ 1513 წლამდე დაჰყო. პარალელურად ასრულებდა წარმატებულ დიპლომატიურ მისიებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში, საფრანგეთსა და ტიროლში. სახელმწიფო სამსახურის პერიოდში დაწერა რამდენიმე პრაქტიკული ხასიათის თხზულება
(მაგალითად, „ცხენოსანი მილიციის ორგანიზაციის შესახებ“) და ისტორიული სახის ნაწარმოები ლათინურ ენაზე (ტრაქტატი „ფრანგთა ბუნებისათვის“). 1513 წელს მედიჩების წინააღმდეგ შეთქმულების შემდეგ გადაასახლეს ფლორენციის მახლობლად მდებარე საგვარეულო მამულში და მას შემდეგ პოლიტიკურ მოღვაწეობას აღარ დაბრუნებია. სწორედ
გადასახლებაში მყოფმა შექმნა თავისი ძირითადი ნაწარმოებები.