ნაწყვეტი წიგნიდან:
ეს კაცი ასე ილოცავს
ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი
ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.
ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლულზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს სახელზე სანთელი.
ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება
1
დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო, ხილად
ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;
ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო, ამად
ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო.
2
ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,
ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი და ნაჭაჭარი;
მოსახსენებლად ჩემდა ყრმად უმზადე ტკბილი მაჭარი,
ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი.
3
ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგე იგავთ ხე ველად,
უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.
სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად.
ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად.
4
ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო
და.
5
ვით მხედარს - ყრმისა მცირისა წკეპლასა ზედან ჯდომანი
მიემზგავსების ცხენოსანს ჯოხით რბენა და ხლდომანი,
ეგრეთვე შოთა რუსთველსა ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,
ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი.
6
მე ყრმათა მზგავსად მომიხდა ნამცვრევთ წალკოტთა მცვრევანი.
ბზაკალითა და წიწკიტით მონადირეთში რევანი;
ვერც ხილი ვჰპოვე, ნადირთაც ძალა არ მაქვნდა რევანი, ვა,
შემრჩა ცუდსა მეთევზეს უბრალოდ წყალთა მღვრევანი.
7
მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს - ჩალის ძირსა;
მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა; ოდეს
მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა, დრო
მოვა რომ გატკბილდების, ხილად სჭამდენ პანტის ჩირსა.
8
ცხენი მარტო მორბენალი მუხლ მოკლედიც გამალდების, სად
მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების. თვალად
ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების, ამ წიგნს წიგნად
მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების.
9
მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად: ძე
არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად, ამ
ლექსთ თავი მოუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,
აგების რომ ბრძანოს ვინმე სიტყვა ჩემთვის შესანდობლად.