ბიბლია, რელიგიური ტექსტი იუდაიზმისა და ქრისტიანობის.ქრისტიანული ბიბლია მოიცავს “ახალ აღთქმასა” და “ძველ აღთქმას”.რომაულ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების ვერსიების გათვალიწინებით გარკვეული სხვაობა შეიმჩნევა, იმავეს თქმა შეიძლება პროტესტანტულ აღმსარებლობაშიც.ებრაული ბიბლიას ქრისტიანულ ბიბლიასთან მიმართებით მხოლოდ ძველი აღთქმით აქვს საერთო .
მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს
ეს ჩემი წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი,
ყველაზე სასაიმოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი
და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგრამ
განა შემეძლო ბუნების კანონებს წინ აღვდგომოდი? ნათქვამია: როგორიც
მამა - ისეთი შვილიო, ამიტომ ჩემი უნაყოფო და გაუნათლებელი ჭკუის
ნაწარმოები სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მოთხრობა გაძვალტყავებულ,
ჩაჩანაკ და ახირებული ხასიათის, ნაირ-ნაირი აზრებით შეპყრობილ
გმირზე. მისი მსგავსი ძნელად თუ იქნება სადმე. მისგვარი ზრახვები კი ჯერ
არასოდეს ფიქრადაც არავის მოსვლია თავში? ან კი რა გასაკვირველია:
უკეთესი რა დაიბადებოდა საპყრობილეში, სადაც ვაი-უბედურების მეტი
არა არის-რა, სადაც ყოველგვარ სიდუხჭირეს დაუდევს თავშესაფარი და
სევდასა და ვარამს დაუსადგურებია? წყნარი, სასიამოვნო ადგილი,
მშვენიერი წარმტაცი ველები, ლაჟვარდოვანი ცა, ნაკადულების ჩხრიალი,
სულის დამამშვიდებელი მდგომარეობა, - დიახაც რომ სხვარიგად
მომართავენ ადამიანის ჭკუა-გონებას და თვით უნაყოფო მუზებსაც კი
ნაყოფიერს გახდიან მთელი ქვეყნის სასიამოვნო და გასაოცარი
შთამომავლობის შესაქმნელად.
მიხაილ ბულგაკოვი, სრული სახელი მიხაილ აფანასევიჩ ბულგაკოვი, დაიბადა 15 მაისს, 1891 წელს, კიევში, უკრაინაში, რუსეთის იმპერიაში და გარდაიცვალა 10 მარტს, 1940 წელს, მოსკოვში, რუსეთში (სსრკ-ში).იგი იყოს საბჭოთა ნოველისტი და მოკლე ისტორიების ავტორი.
ფრიდრიხ ნიცშე, (დაიბადა 15 ოქტომბერს, 1844 წელს როკენში, პრუსიაში [გერმანია]-გარდაიცვალა 25 აგვისტოს, 1900 წელს, ვეიმარში), გერმანელი კლასიკოსი ფილოსოფოსი, კულტურის კრიტიკოსი და გამოჩენილი თანამედროვე მოაზროვნე.იგი ცდილობდა ფარდა აეხადა დასავლური რელიგიური ტრადიციებისთვის.მისმა ნაშრომებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის შემდგომ ფილოსოფოსებზე,თეოლოგებზე,ფსიქოლოგებზე,პოეტებზე და პიესის ავტორებზე.
ფერმა „მამულის“ მეპატრონემ ბ-ნმა ჯოუნსმა შებინდებისთანავე მიხურა საქათმეების კარები,მაგრამ გვარიანად მთვრალი იყო და ჩარაზვა არ გახსენებია. ხელში ლაპრით, რომლის ციმციმა შარავანდიც გამეტებით დახტოდა აქეთ-იქით, ბ-ნმა ჯოუნსმა ბარბაცით გადაჭრა ეზო. სახლის უკანა კართან ყელიანი ფეხსაცმელი ფეხიდანვე მოისროლა, სამზარეულოში ერთი ჭიქა ლუდიც დაცალა და საძილე ოთახს მიაშურა, სადაც კარგა ხანია ხვრინავდა ქ-ნი ჯოუნსი. ჩაქრა თუ არა შუქი საძილე ოთახში, ეზოში ერთი წრიალი და ჩოჩქოლი ატყდა. ჯერ კიდევ დღისით დაირხა ხმა - „მიდლ უაითის“ ჯილდოს მფლობელ ბებერ ტახ მეიჯერს უცნაური სიზმარი ენახა და მისი გაზიარება სურდა სხვა ცხოველებისათვის. გადაწყდა, როგორც კი ბ-ნ ჯოუნსს დაძინებულს დაიგულებდნენ, ბეღელში მოეყარათ თავი.
პროლოგი
1
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
2
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
წინამდებარე წიგნი ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითად პრობლემას ეხება და
შეიძლება იგი ჩვენს უმაღლეს სკოლებში ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული.როგორც მკითხველი დაინახავს, იგი თვალსაჩინოდ განსხვავდება ფსიქოლოგიის ცნობილ კურსებისაგან. არსებითსა და უმთავრესში იგი იმ მასალას ეყრდნობა, რომელიც ჩემი და ჩემი თანამშრომლების კვლევითი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ამით აიხსნება, რომ იგი ახალ თავს შეიცავს, რომელსაც სხვა კურსებში ვერსად ვერ შევხვდებით. — თავს განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც ჩვენი კვლევითი მუშაობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს.
რომეო და ჯულიეტა (მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე)
მოქმედი პირნი
ესკალუსი, ვერონის პრინცი
პარისი, ახალგაზრდა კეთილშობილი, პრინცის ნათესავი
მონტეგი
კაპულეტი ორი ერთმანეთის მოქიშპე ოჯხის თავი
სხვა კაპულეტები
რომეო, მონტეგის ვაჟი
მერკუციო, პრინცის ნათესავი და რომეოს მეგობარი
ბენვოლი, ქ-ნ კაპულეტის ძმისწული
ლორენცო
იოანე ფრანცისკანელი ბერები
ბალთაზარი, რომეოს მსახური
სამსონი
გრეგორიო კაპილეტის მსახურნი
პიეტრო, ჯულიეტას გამდელის მსახური
აბრამი, მონტეგის მსახური
მეაფთიაქე
სამი მემუსიკე
ფარეში პარისა
ოფიცერი
ქალბატონი მონტეგი, მონტეგის მეუღლე
ქალბატონი კაპულეტი, კაპულეტის მეუღლე
ჯულიეტა, კაპულეტის ქალიშვილი
გამდელი ჯულიეტასი
ვერონის მოქალაქენი, ორივე ოჯახის ნათესავები, დარაჯები, მსახურები, გუნდი და
ნიღბოსნები
ტოტემი და ტაბუ
ერთი ილუზიის მომავალი
კულტურით უკმაყოფილება
ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები
დოსტოევსკი და მამის მკვლელობა
ეს კაცი ასე ილოცავს
ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი
ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.
ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლულზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს სახელზე სანთელი.